ვფიქრობ, რომ პოლიტიკური პარტიებისა და ნებისმიერი ალიანსის მთავარი პრობლემა არის პოლიტიკისა და საზოგადოების გამიჯვნა. მე არ ვიცი (“ოპოზიციური ალიანსის”) შემდგომი ნაბიჯები რა იქნება, მაგრამ მე ჩემს კოლეგებს მინდა ვუთხრა, რომ ჩვენ გვჭირდება საზოგადოების დაბრუნება პოლიტიკურ პროცესში, აქ ნდობის დეფიციტი არსებობს , – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” ოპოზიციური პარტიების გაერთიანებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. […]