წელს, გამონაკლისის სახით, სკოლაში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომელთაც 6 წელი 31 დეკემბრამდე შეუსრულდებათ

ოცნების ხელისუფლების განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის განცახდებით, წელს, გამონაკლისის სახით, სკოლაში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცემათ ბავშვებს, რომელთაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ. "პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძესთან კონსულტაციის საფუძველზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება — საგამონაკლისო წესით, ერთჯერადად, 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცემათ ბავშვებს, რომელთაც 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ 6 წელი.ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია საზოგადოების, ...