გაცნობებთ, რომ დღეს, 3 მარტს, ლიბერთი ბანკის სათავო შენობაში დაფიქსირდა ხანძრის შემთხვევა. ცეცხლი გაჩნდა დამხმარე ლიფტის შახტში. ხანძრის აღმოჩენა და ლოკალიზაცია მოხდა ადრეულ ეტაპზე, ოპერატიულად და შესაბამისი სამსახურების დროული რეაგირების შედეგად. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძარი არ გავრცელებულა საოფისე სივრცეებში. დაზიანებულია შენობის მარცხენა კიდის ფასადი. აღნიშნული სივრცე ფიზიკურად დაშორებულია შენობის დანარჩენ ნაწილებს და ...