ურსულა ფონ დერ ლაიენი – ვესაუბრე ვოლოდიმირ ზელენსკის – აქცენტს საერთო პრიორიტეტებზე ვაკეთებთ: უკრაინის მხარდამჭერი სესხის და სანქციების მე-20 პაკეტის მიღება

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა, – ინფორმაციას ევროკომისიის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ავრცელებს. „აქცენტს საერთო პრიორიტეტებზე ვაკეთებთ: უკრაინის მხარდამჭერი სესხის მიღება და სანქციების მე-20 პაკეტის მიღება“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე. ურსულა ფონ დერ ლაიენის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება განიხილა. „განვიხილეთ ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების […]