,,როიტერის” ინფორმაციით, გაერო ირანში გოგონათა სკოლაზე მომხდარი თავდასხმის გამოძიების მოწოდებით გამოდის. „უმაღლესი კომისარი, ვოლკერ ტურკი თავდასხმის გარემოებების დასადგენად დაუყოვნებლივ, მიუკერძოებლად და საფუძვლიანად გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდებს. გამოძიებაზე პასუხისმგებლობა თავდასხმაში ჩართულ ძალებს ეკისრებათ. ეს აბსოლუტურად საშინელებაა“, – განაცხადა გაერო-ს ადამიანის უფლებათა ოფისის წარმომადგენელმა, რავინა შამდასანიმ პრესკონფერენციაზე. მისივე თქმით, სოციალურ მედიაში გავრცელებული ფოტოები ასახავს ნგრევის, სასოწარკვეთისა და ამ […] Source