ოცნების წევრი ნიკოლოზ სამხარაძე, აშშ-ის სახდეპის ევროპულ და ევრაზიულ საქმეთა ბიუროს ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპულ და ევრაზიულ საქმეთა ბიუროს ხელმძღვანელს ბრენდან ჰანრაჰანს შეხვდა. ამის შესახებ მან X-ზე დაწერა: “შესანიშნავი საუბარი მქონდა ბრენდან ჰანრაჰანთან საქართველო-აშშ-ს ურთიერთობებზე. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციით გამოწვეულ საფრთხეებზე, შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევებზე, შუა დერეფანზე/TRIPP-სა და ორმხრივ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე”-წერს ის. Source