აშშ-მა ირანში მიმდინარე ოპერაციის ფარგლებში 1700-ზე მეტ სამიზნეს დაარტყა

აშშ-მა ირანში მიმდინარე ოპერაციის ფარგლებში 1700-ზე მეტ სამიზნეს დაარტყა, – ინფორმაციას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ოპერაციაში B-1-ისა და B-52-ის ტიპის ბომბდამშენები მონაწილეობენ. დარტყმების სამიზნეებს შორის სარაკეტო ბაზები, გემები, წყალქვეშა ნავები და საკონტროლო ცენტრებია. 3 მარტის მონაცემებით, საბრძოლო მოქმედებების დროს ექვსი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. Source