დუბაიში აშშ-ის საკონსულოსთან ახლოს დრონის ჩამოვარდნის შედეგად ხანძარი გაჩნდა. დუბაიში აშშ-ის საკონსულოსთან ახლოს დრონის ჩამოვარდნის შედეგად ხანძარი გაჩნდა, – ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლების განცხადებით, ხანძარი ლიკვიდირებულია. “დუბაიში აშშ-ის საკონსულოსთან დრონით თავდასხმის შემდეგ გაჩენილი ხანძარი წარმატებით არის ლიკვიდირებული“, – ნათქვამია განცხადებაში. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.