მერია: თოვლის საფარმა მასშტაბური ზიანი გამოიწვია, ბოტანიკური ბაღი დროებით დაკეტილია

თბილისის მერიის განცხადებით, საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი ვიზიტორებისთვის დროებით დაკეტილია. მერიის ცნობით, გადაწყვეტილება მიღებულია უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვის უზრუნველყოფის მიზნით. ადმინისტრაციის ინფორმაციით, თოვლის სქელმა საფარმა, ეროვნული ბოტანიკური ბაღის მრავალწლიან ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ზიანი გამოიწვია. დიდთოვლობამ მძიმე გავლენა მოახდინა, როგორც უნიკალურ ხე-მცენარეთა კოლექციებზე, ისე მნიშვნელოვან ექსპონატებზე. “დაზიანებულია იშვიათი მერქნიანი მცენარეების გამორჩეული ეგზემპლარები, რაც ბაღის ეკოსისტემისთვის სერიოზულ […]