ასტრონომებმა ოთხი ვარსკვლავისგან შემდგარი სისტემა აღმოაჩინეს, რომელშიც ერთ-ერთი ობიექტი დანარჩენი სამი მნათობის ჯგუფს უვლის გარშემო. ისინი ერთმანეთთან საკმაოდ ახლოსაა, მათ ირგვლივ მოძრავი ვარსკვლავი კი შედარებით შორსაა. ამგვარი კონფიგურაცია ძალზე იშვიათია, თანაც ეს სისტემა თავისი კომპაქტურობითაც გამოირჩევა. მას TIC 120362137 ეწოდება, რომელსაც მეცნიერებმა კოსმოსურ ტელესკოპ TESS-ის მეშვეობით მიაკვლიეს. შიდა სამი ვარსკვლავი დაახლოებით ...