საქართველოში სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტის ფარგლებში სომხეთ-საქართველოს მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის მე-15 სხდომა გაიმაართა, რომლის შემდეგაც ნიკოლ ფაშინიანმა და ირაკლი კობახიძემ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს ძალიან კარგი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობა აქვს სომხეთთან. სავაჭრო დონის თვალსაზრისით, სომხეთი საქართველოს პარტნიორების ათეულშია, ტურიზმის კუთხით კი — სამეულში. "ხაზი უნდა გავუსვათ ...