ბატონო ლევან, ძალიან ცდილობთ ჩვენს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მიწებებას და მიკერებას, მაგრამ არ გამოგდით და არც გამოგივათ – ჩემი რჩევა იქნება, ნუ ხარჯავთ ამხელა ენერგიას, – ასე უპასუხა „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ „ქართული ოცნების“ დეპუტატ ლევან მაჭავარიანს. მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ იმიტომ სურს „გახარია საქართველოსთვის“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მიწებება, რომ სწორედ მისი გუნდია ერთადერთი ძალა, რომელსაც მმართველი […]