პარლამენტმა დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა, რომელიც ხელისუფლებაში და ხელისუფლების შემდგომ წლებში პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობას ეხება, ინგლისურ ენაზეც გამოსცა. დასკვნის ინგლისურენოვანი ვარიანტი დეპუტატებს პლენარულ სხდომათა დარბაზში დახვდათ. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, დოკუმენტი ყველა საელჩომდე, ყველა რელევანტურ ადამიანამდე და კვლევით ორგანიზაციამდე მივა, „რათა მტკიცებულებებით იცოდნენ, როგორი დიქტატორული რეჟიმი იყო 2012 წლამდე საქართველოში, რომლის რეინკარნაციას ახლა ამ რეჟიმის […]