"ოცნების" პარლამენტმა დაამტკიცა კანონი, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციური ორგანოების სისტემატური არ აღიარება 3 წლით პატიმრობით დაისჯება

ოცნების პარლამენტმა III მოსმენით "გრანტების შესახებ" კანონში, სისხლის და ადმინისტრაციული სასამართლოს კოდექსში ცვლილებები დაამტკიცა. "გრანტების შესახებ" კანონპროექტის ის ნაწილი შეიცვალა, სადაც განმარტებულია, თუ რა მიიჩნევა გრანტად. კანონში ჩაიწერა, რომ გრანტად არ ჩაითვლება ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხები. საკანონმდებლო ცვლილებებითანახმად, გრანტად მიიჩნევა კანონის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სუბიექტის მიერ ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება ან ...