პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტს, რომლის ამოქმედების შედეგად, აქამდე პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული იურიდიული დახმარების სამსახური, პრემიერ-მინისტრის წინაშე ანგარიშვალდებული სამსახური ხდება. იურიდიული დახმარების სამსახურზე “საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ კანონის მოქმედება გავრცელდება. სამსახურის დირექტორს თანამდებობაზე დანიშნავს და თანამდებობიდან გაათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი. გარდა ამისა, უქმდება იურიდიული დახმარების საბჭო. საბჭო 9 წევრისგან შემდგარი კოლეგიური ორგანო იყო, რომლის ფუნქციას […] Source