საქართველოს ბანკი აქტიურ რეჟიმში ავითარებს ემიგრანტებზე მორგებულ პროდუქტებსა და სერვისებს, რათა მათ ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან, შეძლონ საბანკო მომსახურებით სარგებლობა. ემიგრანტებისთვის ფინანსური ხელმისაწვდომობა არა მხოლოდ კომფორტია, არამედ ყოველდღიური ცხოვრების გამარტივებისა და სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნების მნიშვნელოვანი შესაძლებლობა. სწორედ ამ მიზნით, ბანკი ემიგრანტებს სთავაზობს ფულადი გზავნილების გაგზავნას ან მიღებას მობილბანკში, ნებისმიერ დროს, უკეთესი კურსით. ...