პარლამენტმა „საქართველოს განვითარების ფონდის“ გაუქმებას მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა. „სააქციო საზოგადოების − საქართველოს განვითარების ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ კანონპროექტს 79-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. „კანონის პროექტის თანახმად, საქართველოს მთავრობამ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარდგინებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უნდა უზრუნველყოს სააქციო საზოგადოების − საქართველოს განვითარების ფონდის სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელება“, – აღნიშნულია პარლამენტის ინფორმაციაში. […] Source