საქართველოში მცხოვრებმა ირანის მოქალაქეებმა, აშშ-ს საელჩოსთან სოლიდარობის აქცია გამართეს

მადლობა ტრამპს და შეერთებულ შტატებს – ამ გზავნილით შეიკრიბნენ დღეს ამერიკის საელჩოსთან საქართველოში მცხოვრები ირანის მოქალაქეები. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მომავალ დღეებში კიდევ უფრო მეტი ხალხი მივა ამერიკის დიპლომატიურ მისიასთან მადლიების გამოსახატავად. ახლა ყველა საბრძოლო ოპერაციის დასრულებას და ქვეყანაში იმ რეჟიმის ცვლილებას ელოდება, რომელმაც ერთი თვის წინ ათასობით ირანელის სიცოცხლე იმსხვერპლა. Source