„ბიბისი“ – ინდოეთის ოკეანეში ირანულ სამხედრო გემზე დარტყმის შედეგად, სულ მცირე, 80 ადამიანი დაიღუპა

ინდოეთის ოკეანეში ირანულ სამხედრო გემზე დარტყმის შედეგად, სულ მცირე, 80 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ შრი ლანკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეზე დაყრდნობით ავრცელებს. მანამდე, შრი ლანკის საზღვაო ძალების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ირანული ფრეგატიდან, „ირის-დენადან“ განგაშის სიგნალის მიღების შემდეგ, 32 ადამიანი გადაარჩინეს. ამასთან, საზღვაო ძალების ინფორმაციით, გემის დოკუმენტაციის თანახმად, ბორტზე სულ სავარაუდოდ, 180 ადამიანი იმყოფებოდა. […] Source