შალვა პაპუაშვილი: აქამდე ეს პრობლემა გვქონდა რუსეთისგან… დღეს ევროპის ქვეყნები არ აღიარებენ, ხელყოფენ ჩვენს სუვერენიტეტს საკუთარი ქმედებებით

პროსამთავრობო „რუსთავი 2-ის“ ეთერში შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა ევროპული ქვეყნების მხრიდან „ქართული ოცნების“ ხელისუფლების არაღიარების საკითხზე. მისი შეფასებით, ეს საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფაა. ამ კონტექსტში მან ევროპული ქვეყნები რუსეთს შეადარა. „ჩვენი შეხვედრები პარტნიორებთან, უცხოელებთან ევროკავშირის თუ ევროპული ქვეყნების წარმომადგენლებთან ყოველთვის იწყება ხოლმე ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემის ხაზგასმით. სინამდვილეში ბოლო პერიოდში ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ეს აბსოლუტური სიტყვებია […]