ყველაფერს, რაც უკავშირდება თუნდაც ამ ვიზიტის კრიტიკას და ნებისმიერ სხვა ქმედებას, რომელსაც საქართველოსთვის დივიდენდი მოაქვს, უნდა შევხედოთ როგორც უსამშობლო ადამიანების მოღალატეობრივ საქციელს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საპარლამენტო დელეგაციის აშშ-ში ვიზიტზე ოპოზიციის კრიტიკაზე საუბროსას განაცხადა. ვოლსკის თქმით, საპარლამენტო დელეგაციის მაღალი დონის შეხვედრები თეთრ სახლში, სახელმწიფო დეპარტამენტსა და საკანონმდებლო ორგანოში ურთიერთობების განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. მისივე […]