სასამართლომ სახელმწიფოს ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელებისთვის კომპენსაციის გადახდა დაავალა

ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წერს, რომ სასამართლომ სახელმწიფოს ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელებისთვის კომპენსაციის გადახდა დაავალა. ორგანიზაცია 11 ბენეფიციარის ინტერესებს იცავდა და თითოეულისთვის 100 ათასი ლარის კომპენსაციას მოითხოვდა. სასამართლომ ფინანსთა სამინისტროს თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ 30 ათასი ლარის გადახდა დაავალა. PHR-მა კომპენსაციის ოდენობის ნაწილში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა. ამავდროულად, დაკისრებული თანხის ოდენობა გაასაჩივრა ფინანსთა სამინისტრომაც. […] Source