ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ქაზემ ღარიბაბადიმ აზერბაიჯანულ მედიასთან ინტერვიუში უარყო ინფორმაცია, რომ ირანი აზერბაიჯანის ნახიჩევანის რეგიონში მდებარე აეროპორტს დრონებით თავს დაესხა. მისი განცხადებით, ირანი თავს ესხმის მხოლოდ სამხედრო ბაზებს, რომლებსაც აშშ და ისრაელი თეირანზე შეტევების განსახორციელებლად იყენებენ. „ჩვენ მეზობელ ქვეყნებს არ ვუმიზნებთ. ირანის პოლიტიკა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ვუტევთ მხოლოდ მოწინააღმდეგის სამხედრო ბაზებს, აშშ-ისა და სიონისტური […]