აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე ნახიჩევანის აეროპორტის ტერიტორიაზე უპილოტო დრონების ჩამოგდების ფაქტზე საუბრისას განაცხადა, რომ "ტერორისტული აქტის ჩამდენებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ". "დღეს ირანმა ტერორისტული აქტი ჩაიდინა აზერბაიჯანის ტერიტორიის, აზერბაიჯანის სახელმწიფოს წინააღმდეგ. ირანის სახელმწიფომ უპილოტო საფრენი აპარატები ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიისკენ გაისროლა. თავდასხმის სამიზნე სამოქალაქო ობიექტები იყო. აზერბაიჯანის ...