ისრაელის თავდაცვის ძალები სამხრეთ ბეირუთის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს

ისრაელის თავდაცვის ძალები სამხრეთ ბეირუთის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს. „სიცოცხლე გადაირჩინეთ და სახლები დაუყოვნებლივ დატოვეთ. გაცნობებთ, როდესაც სახლებში უსაფრთხოდ დაბრუნებას შეძლებთ“, – აცხადებს ისრაელის თავდაცვის ძალები. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები ლიბანის დედაქალაქის სამხრეთში მდებარე „ჰეზბოლას“ მიერ კონტროლირებად რაიონებზე დარტყმებს გეგმავს. Source