Reuters: აბუ-დაბიში აფეთქებების ხმა ისმის

Reuters-ის ინფორმაციით, აბუ-დაბიში აფეთქებების ხმა ისმის. გამოცემის ცნობით, აფეთქება ზაიედის საერთაშორისო აეროპორტთან ახლოს მოხდა. არაბთა გაერთიანებული საამიროების საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებით, „საჰაერო თავდაცვის სისტემები რაკეტების საფრთხის წინააღმდეგ მოქმედებენ“. საჰაერო განგაშის სირენების ხმა ისმის ბაჰრეინშიც. Source