აზერბაიჯანისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

აზერბაიჯანისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრებმა ტელეფონით ისაუბრეს. კერძოდ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 5 მარტს, ქართული მხარის ინიციატივით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს, გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვსა და საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ჩიქოვანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. „მხარეებმა დეტალურად გაცვალეს მოსაზრებები ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე, რეგიონში არსებულ ვითარებასა და უსაფრთხოების საკითხებზე. სატელეფონო საუბრის დროს ასევე განიხილეს ორ ქვეყანას […] Source