დღეიდან ყველა, ვინც “ქართული ოცნების” ლეგიტიმაციას არ აღიარებს, ახალი კანონის სამიზნე ხდება. ივანიშვილის პარტიამ არაღიარება კრიმინალად გამოაცხადა და სასჯელად რამდენიმე წლიანი პატიმრობა დააკანონა. თუ მოქალაქეები საჯაროდ და სისტემურად აცხადებენ, რომ ივანიშვილის მთავრობა არალეგიტიმურია, თუ ამ მოტივით აქციაზე გადიან ან ამისკენ სხვებსაც მოუწოდებენ – შესაძლოა პროკურატურამ მათი გამოხატვის თავისუფლება ექსტრემიზმად მიიჩნიოს და რამდენიმე წლით ციხეში ჩასვას. […]