ბაჰრეინი აცხადებს, რომ ირანმა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე სარაკეტო იერიში მიიტანა

ბაჰრეინში ირანის სარაკეტო იერიშის შედეგად სახელმწიფო ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა, – ინფორმაციას ბაჰრეინის ეროვნული კომუნიკაციების ცენტრი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი ბაჰრეინის Bapco Energies-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ერთ-ერთ ობიექტს გაუჩნდა, თუმცა ხანძარი ლოკალიზებულია. ბაჰრეინის ეროვნული კომუნიკაციების ცენტრის ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. Source