ლაშა ბუღაძე: 1953 წლის 5 მარტს მოკვდა სტალინი და მოკვდა პროკოფიევიც. სტალინის დაკრძალვაზე ასობით ადამიანი დაიღუპა გაგუდვისა და ჭეჭყვისგან…

მწერალი ლაშა ბუღაძე: 1953 წლის 5 მარტს მოკვდა სტალინი და მოკვდა პროკოფიევიც. სტალინის დაკრძალვაზე ასობით ადამიანი დაიღუპა გაგუდვისა და ჭეჭყვისგან, გვამებს პირდაპირ პირველი სართულების ფანჯრებში ყრიდნენ ჯარისკაცები. პროკოფიევისთვის არც სამგლოვიარო გვირგვინები დარჩა, არც მის დაკრძალვაზე მიმსვლელი და არც ქუჩა, რომ სასაფლაომდე წაეღოთ. დაუჯერებელია: რამდენიმე სტუდენტმა, თითქოს ბულგაკოვის ვოლანდის ამალის მისტიკური უნარით, სახურავებით გადაიტანა მისი ცხედარი. […]