მედია: თუ ქართული საბალეტო ქორეოგრაფიის სახელთან – ვახტანგ ჭაბუკიანი და ჯორჯ ბალანჩინი ასოცირდებიან, დღეს უკვე 21-ე საუკუნეში, მათ სახელზე ამოსულ ახალ ყლორტად – გიორგი ფოცხიშვილი გვევლინება

“სამეფო ეროვნული ბალეტი – ფოცხიშვილი” 14 მარტს თავისი პროგრამით – “საქართველოს ცეცხლი”, რეიკიავიკის ცნობილ ჰარპას დარბაზში, კონცერტით წარსდგება. ისლანდიური ტურნეს წინ, ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი, გელა ფოცხიშვილი ინტერვიუს აძლევს “ზმნას”, თუმცა ეს არ არის ინტერვიუ ამ წარმატებულ ანსამბლზე. ბატონი გელა ჩვენთან თავის ვაჟზე – გიორგი ფოცხიშვილზე საუბრობს; ბალეტის მსახიობზე, რომელმაც 24 წლის ასაკში მსოფლიო აალაპარაკა და […]