ისრაელი აცხადებს, რომ ირანთან ომის „შემდეგ ფაზაში“ გადადის

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) შტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ეიალ ზამირი აცხადებს , რომ ომი „ისტორიული კამპანია“ იყო, რომელიც „მოულოდნელი დარტყმის ფაზით“ დაიწყო, რა დროსაც ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემების 80% და ბალისტიკური რაკეტების გამშვები მოწყობილობების 60% განადგურდა.