უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ანდრეი სიბიგას განცხადებით, ბუდაპეშტში უნგრეთის ხელისუფლებამ მძევლად აიყვანა უკრაინის შვიდი მოქალაქე, „ოსჩადბანკის“ თანამშრომლები, და ფული მოიპარა. „დღეს ბუდაპეშტში უნგრეთის ხელისუფლებამ უკრაინის შვიდი მოქალაქე მძევლად აიყვანა. მიზეზები, ასევე მათი ამჟამინდელი მდგომარეობა ან მათთან დაკავშირების შესაძლებლობა ჯერ კიდევ უცნობია. ეს შვიდი უკრაინელი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული „ოსჩადბანკის“ თანამშრომლები არიან, რომლებიც ავსტრიასა და უკრაინას შორის ტრანზიტით […]