დღეს დავასრულეთ შეხვედრები კონგრესში – გვქონდა შესაძლებლობა, გავსაუბრებოდით ხუთ კონგრესმენს, ძირითადად, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს, თუმცა ასევე სხვა კომიტეტის წევრებსაც შევხვდით,- ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ აშშ-ში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა. სამხარაძის თქმით, შეხვედრების დროს საუბარი შეეხო ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს, უსაფრთხოების საკითხებს, რეგიონში მიმდინარე მოვლენებს და ასევე, შუა დერეფნის განვითარების საკითხს. „ბოლო შეხვედრა გვქონდა კიტ სელფთან, […]