ნიკოლოზ სამხარაძე: ვიმედოვნებთ, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში ქართულ-ამერიკული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება და აყვავდება

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ვაშინგტონში გამართულ სუვერენული ერების ალიანსის კონფერენციაში მონაწილეობს. ნიკოლოზ სამხარაძემ იმედი გამოთქვა, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში, ქართულ-ამერიკული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება. "ახალი ადმინისტრაციის არჩევასთან ერთად, ჩვენ გვაქვს დიდი იმედი, რადგან იდეოლოგიურად ერთსა და იმავე პოზიციაზე ვართ. ჩვენი ღირებულებები — ქრისტიანული და ტრადიციული ფასეულობები — არის ჩვენი საშინაო ...