ევროპარლამენტში 11 მარტს საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება

ევროპარლამენტში 11 მარტს საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება, – ამის შესახებ ინფორმაციას ევროპარლამენტი ავრცელებს. ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული დღის წესრიგის თანახმად, დებატების სახელწოდებაა – „ელენე ხოშტარიას საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის ქვეშ“. აღნიშნულ საკითხზე რეზოლუციას ევროპარლამენტარები კენჭს ხუთშაბათს, 12 მარტს უყრიან. Source