მედია – აზერბაიჯანის უსაფრთხოების სამსახურმა ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ტერორისტული გეგმები აღკვეთა

აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ტერორისტული გეგმები გამოავლინა და აღკვეთა, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ქვეყნის ტერიტორიაზე ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მიერ შემუშავებული ტერორისტული გეგმების განხორციელება იგეგმებოდა. უწყების ცნობით, პოტენციურ სამიზნეებს შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ისრაელის საელჩო და აშკენაზი ებრაელების სინაგოგა იყო. გავრცელებული ინფორმაციით, სპეცსამსახურებმა სამი […] Source