ჭიათურამ ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოყოფილი მილიონობით ლარი ვერ აითვისა – აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჭიათურის მუნიციპალიტეტის 2022-2023 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, მუნიციპალიტეტში ფინანსური რესურსების მართვისა და საბიუჯეტო პარამეტრების დაგეგმვის კუთხით მნიშვნელოვანი ხარვეზები იკვეთება, რის გამოც ადგილობრივმა ბიუჯეტმა მილიონობით ლარის ათვისება ვერ შეძლო. აუდიტის დასკვნით, მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო არაფინანსური აქტივების ზრდის (ინფრასტრუქტურული პროექტების) ნაწილში ბიუჯეტის ჯეროვანი შესრულება. კერძოდ, 2022 წელს ამ მუხლით გათვალისწინებული […] Source