OSCE/ODIHR: შეშფოთებას გამოვთქვამთ “ოცნების” მიერ 4 მარტს დამტკიცებული ახალი საკანონმდებლო ცვლილებების გამო

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (ODIHR) საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს “ქართული ოცნების” მიერ 4 მარტს დამტკიცებული ახალი საკანონმდებლო ცვლილებების გამო. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ახალი კანონმდებლობა უარყოფითად აისახება გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლების უფლებებზე და მკვეთრად ზღუდავს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ მონაწილეობას. OSCE/ODIHR-ის განცხადებით, “ოცნების” მიერ მიღებული მკაცრი სისხლისსამართლებრივი სასჯელები, ასევე ფართოდ და ბუნდოვნად […]