დონალდ ტრამპი: ირანის არმია, ლიდერების ორი ჯგუფი აღარ არსებობს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ის სამხედრო ძალები ირანის სამხედრო პოტენციალის განადგურებას „ფენომენალურად“ უმკლავდება. მისი თქმით, ირანს 32 გემი ჰყავდა და ყველა მათგანი ზღვის ფსკერზეა. „მათი არმია აღარ არსებობს. საზღვაო ფლოტი განადგურებულია. კომუნიკაციები განადგურებულია. ლიდერების ორი ჯგუფი აღარ არსებობს. საჰაერო ძალები მთლიანად განადგურებულია“, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.. Source