საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანებას გიორგი კალანდია უხელმძღვანელებს

კულტურის სამინისტროს ინიციატივით, ახლად დაფუძნებულ სსიპ – საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანებას ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია უხელმძღვანელებს. გაერთიანების შემადგენლობაში შედიან: საქართველოს ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმი, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, დავით და გიორგი ერისთავების სასახლე-მუზეუმი და ზვიად გამსახურდიას სახელობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი. ხელოვნების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე, კულტურის მინისტრმა გაერთიანებაში შემავალი სასახლე-მუზეუმების თანამშრომლებს გიორგი კალანდია წარუდგინა. თინათინ […] Source