ქართველი დეპუტატების დელეგაციას ვაშინგტონიდან თბილისში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის უცვლელმა მესიჯმა ჩამოასწრო – აშშ მოელის „ქართული ოცნების“ ხელისუფლების კონკრეტულ ნაბიჯებს ურთიერთობებში „სერიოზული დამოკიდებულების დასადასტურებლად”. დელეგაცია „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის – ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, აშშ-ში „სუვერენულ ერთა ალიანსის“ დამფუძნებელ კონფერენციაზე – მემარჯვენე ძალების – შეკრებაზე იყო მიწვეული. კონფერენციამდე მათ შეხვედრები გამართეს სახელმწიფო დეპარტამენტის, თეთრი სახლის და […]