ირანის პრეზიდენტის, მასუდ პეზეშკიანის განცხადებით, ქვეყნის დროებითმა მმართველმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება აღარ დაესხას თავს მეზობელ სახელმწიფოებს. „გუშინ დროებითმა მმართველმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება შეწყვიტოს ნებისმიერი თავდასხმა და რაკეტების გაშვება მეზობელი ქვეყნების მიმართულებით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ირანზე თავდასხმა ამ ტერიტორიებიდან მოხდება“, – განაცხადა პეზეშკიანმა ვიდეომიმართვის დროს. Source