ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრო: ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა

ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა,ხოლო 35 დაშავდა, – ინფორმაციას ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ასევე, უწყებაში აღნიშნეს, რომ მას შემდეგ, რაც მიმდინარე კვირაში ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის დარტყმები განახლდა, ლიბანში 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. Source