„ძალა ერთობაშია“ – პარლამენტისკენ საპროტესტო მსვლელობა იმართება

ლოზუნგით „ძალა ერთობაშია“ პარლამენტის მიმართულებით საპროტესტო მარში მიმდინარეობს. მოქალაქეები თავდაპირველად ფილარმონიასთან შეიკრიბნენ, საიდანაც საკანონმდებლო ორგანოსკენ მსვლელობით დაიძრნენ. მათ ადგილზე მიტანილი აქვთ საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების დროშები. ასევე, ბანერები სხვადასხვა წარწერით, რითაც აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვენ. მარშის მონაწილეები პარლამენტთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს შეუერთდებიან და პროტესტი დღეს სწორედ საკანონმდებლო ორგანოსთან დასრულდება. Source