ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მიმდინარე კვირაში, ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის დარტყმების განახლების შემდეგ, ლიბანში დაღუპულთა რიცხვი 300-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ამ ხნის განმავლობაში ათასზე მეტი ადამიანი დაშავდა. ამასთან, მათივე ცნობით, ბოლო 24 საათში ისრაელის დარტყმების შედეგად 41 ადამიანი დაიღუპა, 40-ზე მეტი დაშავდა. Source