ირანმა ისრაელს ბალისტიკური რაკეტებით შეუტია

ირანიდან ბალისტიკური რაკეტებით განხორციელებული თავდასხმების შედეგად არავინ დაშავებულა, – ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ირანმა ისრაელის მიმართულებით შუაღამის შემდეგ ოთხი სარაკეტო შეტევა განახორციელა. დაშავებულების ან ზარალის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. რაკეტების მოგერიების შედეგად მიღებული ფრაგმენტების ნაწილი დაუსახლებელ ადგილებში დაეცა. Source