ისრაელი აცხადებს, რომ ირანზე დარტყმების კიდევ ერთი ტალღა დაიწყო

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ირანში დარტყმების კიდევ ერთი ტალღა დაიწყეს. თავდაცვის ძალების განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათი სამიზნე მთელი ქვეყნის მასშტაბით ინფრასტრუქტურაა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თეირანში წუხელ აფეთქებების ხმები ისმოდა, რაც დედაქალაქის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებით იყო გამოწვეული. ცეცხლი ახლომდებარე კუხსარის ბულვარსაც მოედო, სადაც, თვითმხილველების თქმით, სახლები და მაღაზიები იწვოდა. Source