ნორვეგიაში, ოსლოში მდებარე აშშ-ის საელჩოსთან ძლიერი აფეთქება მოხდა. ამის შესახებ Reuters-ი პოლიციისა და თვითმხილველების განცხადებებზე დაყრდნობით წერს. აფეთქება ადგილობრივი დროით დაახლოებით ღამის პირველ საათზე მოხდა იმ რაიონში, სადაც ამერიკის დიპლომატიური წარმომადგენლობა მდებარეობს. თვითმხილველების თქმით, აფეთქების დროს გაისმა ძლიერი ხმა და გავრცელდა სქელი კვამლი, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილზე პოლიციის ეკიპაჟები, მეხანძრეები და სასწრაფო დახმარების ბრიგადები მივიდნენ. […] Source