სოფელ აღაიანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, 7 მარტს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში გადამოწმების მიზნით „KIA“-ს მარკის ავტომობილს გაჩერებისკენ მოუწოდა, თუმცა მძღოლი სამართალდამცველების მოთხოვნას არ დაემორჩილა და დიდი სიჩქარით განაგრძო მოძრაობა სოფელ აღაიანის მიმართულებით. შსს-ს ცნობით, ავტომობილის სახელმწიფო ნომრის იდენტიფიცირების შემდეგ საპატრულო ეკიპაჟმა დევნა შეწყვიტა, თუმცა მოგვიანებით უკვე […]